თამაშები რომლებსაც ყველაზე ძლიერი კომპიუტერები ჭირდებათ

მაისი 18, 2023

  შორეული 2007 წლიდან რომ დავიწყოთ,მაშინ კომპანია Crytek-მა გამოუშვა თამაში Crysis-სი,რომლის სისტემური მოთხოვნებიც რამოდენიმე წლით ასწრებდა მაშინ არსებული ნებისმიერი კომპიუტერის კონფიგურაციას, სწორედ ამან განაპირობა მაშინ აღნიშნული თამაშის პოპულარობა,ყველას აინტერესებდა თუ რისთვის უნდა ეყიდა ყველაზე ძლიერი კომპიუტერი ან ნოუთბუქი.

  დღევანდელ დღეს გეიმ დეველოპერების უმრავლესობა ერიდება მსგავს მიდგომას,ვიტყვით რომ „ეშინიათ“ გრაფიკული რევოლუცია შექმნან რაც ისევ წლებით გაასწრებს არსებულ კომპიუტერებს და ამით ნეგატიურ დამოკიდებულებას დაიმსახურებენ.

   მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თამაში Cyberpunk 2077,რომელიც 2020 წელს გამოვიდა და ნამდვილი ტექნოლოგიური გარღვევა იყო თავისი გრაფიკით,განათებით,გეომეტრიით და დეტალიზაციით,ჯამურად ეს ყველაფერი 5 წლით წინ იყო მთელს გეიმინგ ინდუსტრიაზე,რამაც ძალიან ბევრი გეიმერის უკმაყოფილება გამოიწვია, თუ ზემოდან კიდევ თამაშში არსებულ უამრავ „ბაგს“ არ დავამატებთ. Cyberpunk 2077-ის ერთერთი მთავარი უარყოფითი შეფასებების მიზეზი სწორედ მაღალი გრაფიკული მოთხოვნები იყო.

  მიუხედავად ამისა ყველა გეიმ დეველოპერი არ ეთანხმება საშუალო გრაფიკის კონცეფციას და ცდილობს ფრაფიკის პიკზე მყოფი თამაშების შექმნას,დღეს ბიონის გუნდი სწორედ ესეთ თამაშებს მიმოვიხილავთ თქვენთვის .


                                                           

 Red Dead Redemption 2

 შედევრალური თამაში! ის ჯერ კიდევ 2018 წელს გამოვიდა მაგრამ,თანამედროვე ვიდეო ბარათებიც კი დიდი სირთულით ერევიან მის სრულ გრაფიკას,მთავარი მიზეზი ძალიან ძლიერი განათებაა,რომელიც მოცულობით ნისლთან ერთად ძალიან რეალისტურ სურათს ქმნიან.

  კიდევ ერთი მიზეზი,რის გამოც აღნიშნულ თამაშს ძალიან მაღალი სისტემური მონაცემები სჭირდება,სრული დინამიური განათებაა,გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ:ლამპიონები,ცეცხლი რომელებიც განათებას იძლევიან სხვა ობიექტებზე რეაგირებენ რეალურ დროში,ამიტომ დაბნელებისას როდესაც გასანათებელი ობიექტების რაოდენობა იზრდება,კადრების სიხშირე ნებისმიერ სისტემაზე მნიშვნელოვნად ვარდება.

  რათქმაუნდა დეველოპერებმა Rockstar Games-დან არც სხვა დეტალებზე დაიშურეს ძალიხმევა,იდეალურად გამოიყურება ბუნება,წლის ფიზიკაც განსაკუთრებულია,ჩრდილების მოძრაობა და კიდევ მრავალი სხვა გრაფიკული დეტალი,უბრალოდ ულამაზესია.და მაინც RDR 2-ის განათება არის მთავარი რის გამოც მის სათამაშოდ ძალიან მაღალი სისტემური მოთხოვნებია დაყენებული.

  Red Dead Redemption 2-ის სათამაშო სამყარო

 

  მოქმედება 1899 წელს აშშ-ი ვითარდება,ამერიკა ეტაპობრივად ხდება კანონების სახელმწიფო,ხოლო მსროლელების და ბანდიტების ეპოქა დასასრულს უახლოვდება.მოთამაშე მართავს დამნაშავეს სახელად არტურ მორგანს,რომელიც „დატჩა ვან დერ ლინდე“ ბანდის წევრია.

  წარუმატებელი თავდახმის შემდგომ,ისინი გაურბიან კანონის დამცველებს ჩრდილოეთით მთებში,მათი ამოცანაა გადარჩნენ რთულ კლიმატურ პირობებში,რათა შემდგომ ისევ დაბრუნდნენ დაბლობში,მოაგროვონ ბევრი ფული და გაიქცნენ ამერიკიდან ახალი ცხოვრების დასაწყებად.

 

  Red Dead Redemption 2 -ი არის სათავგადასავლო „შუთერი“,თუმცა სროლები არის ამ თამაშის მთავარი ხაზი,ძირითიდი დატვირთვა ღია სამყაროზე და მასთან ურთიერთობაზე მოდის.ახალი ლოკაციების აღმოჩენა,შემთხევით პერსონაჟებთან უერთიერთობა,განძის ძიება,ნადირობა და თევზაობა -სწორედ ეს ქმნის  Red Dead Redemption 2-ის სიუჟეტს ძალიან საინტერესოს.

 

  Cyberpunk 2077

 

   უჰ.ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური თამაში რელიზების ისტორიაში (ბლოგის ერთ-ერთი ავტორისაგან; “8 წელი ველოდე,წინასწარ ვიყიდე სტიმზე,გამოსვლის დღესვე გადმოვწერე და დავაყენე..კინაღამ წნევამ დამარტყა იმდენი „ბაგი“ ქონდა,ეხლა გამოუსწორებიათ და ალბათ მეორედაც ვითამაშებ,ძალიან კარგი იქნება თუ სთორი ლაინით არ ითამაშებ,ბევრი საიტერესო ლოკაცია და ისტორია აქვს გვერდზე“).

  ლირიულ გადახვევას რომ თავი დავანებოთ, Cyberpunk 2077-გან ერთ-ერთი მთავარი უკმაყოფილების მიზეზი მისი მაღალი გრაფიკული მოთხოვნები იყო,თუმცა სწორედ ეგ კომპონენტი ქმნის ამ თამაშს განუმეორებელს. როგორც RDR 2 -ში ვიდეობარათისათვის ყველაზე „მძიმე“ აქაც განათებაა რომელიც ზონდებით არის აწყობილი,ეს ვირტუალური წერტილებია რომლებიც ინფორმაციას განათებაზე თავის ირგვლივ აგროვებენ ხოლო შემდეგ აპროეცირებენ სამყაროზე,ეს ალგორითმი ძალიან რეალისტურ და მაგარ განათებას ქმნის,თუმცა ძალიან დიდი წარმადობა სჭირდება.

 

კიდევ ერთი რის გამოც Cyberpunk 2077 -ს მაღალი გრაფიკული მონაცემები სჭირდება, 3D- მოდელების ძალიან მაღალი ხარისხია,უფრო სწორად რომ ვთქვათ ტექსტურების დეტალიზაციზაციაზე და გეომეტრიაზე ვსაუბრობთ.მოდით ცოტა ღრმად ჩავხედოთ გეომეტრიის საკითხს.

 

კომპიუტერულ გრაფიკაში ყველა 3D-ე მოდელი მრავალკუდხედური დეტალებით იწყობა.მაგალითად,სფერო რეალურ ცხოვრებაში ჩვეულებრივი მრგვალი ობიექტია,მაგრამ კომპიუტერულ გრაფიკაში მრავალკუთხედების ნაკრებია,ანუ გეომეტრიული ფიგურების ერთობლივობა და რაც უფრო მეტნი არიან მით უფრო მეტ გადასვლას და კუთხეს დავინახავთ. Cyberpunk 2077 -ში აბსოლუტურად ყველა ობიექტს აქვს უამრავი კუთხე,რაიმე ბოძს თუ მივუახლოვდებით და ყურადღებით დავაკვირდებით,კუთხეები არ გამოჩნდება როგორც სხვა თამაშებში,სწორედ ამას ქვია თამაშის დეტალიცაზია და რაც უფრო დიდია ის,მით უფრო ძლიერი ვიდეო ბარათი,მეტი ოპერატიული მეხსიერება და ძლიერი პროცესორი გვჭირდება.

  Cyberpunk 2077 - ის სათამაშო სამყარო

 

  თამაში ვითარდება 2077 წელს ქალაქ „ნაით სითი“-ში ჩრდილოეთ აშშ-ი.მსოფლიო სახელმწიფოები რათა არ გაკოტრდნენ,იძულებულნი არიან ფინანსური დახმარებისათვის მიმართონ კორპორაციებს,რის შედეგადაც მათი მარიონეტები ხდებიან და რეალურად მსოფლიოს უკვე კორპორაციები მართავენ.

 

  თამაშს დაიწყებთ პერსონაჟით სახელად „ვი“,რომლის ისტორიასაც თავად ირჩევთ,მისი ამოცანაც იგივეა რაც სხვა ქალაქის მაცხოვრებლების,გადარჩეს და მეტი ფული იშოვოს.თამაში ქალაქი დატვირთულია სხვადასვა ლოკაციებით და დავალებებით,რისი შესრულებაც მოგიწევთ თამაშის პერიოდში.

 

  Cyberpunk 2077 -სათავგადასავლო თამაშია,რომელიც იძლევა საშუალებას მისიები სხვადასხვა გზით შეასრულოთ:სტელსით,ღია ბრძოლაში ან ხაკერობის საშუალებით.გამომუშავებული ფული შეგიძლიათ იმპლანტებზე დახარჯოთ რომლიც თქვენს პარამეტრებს აუმჯობესებენ,ან მაგალითად:მანქანაზე,სახლზე,იარაღზე და მრავალ სხვა საინტერესო ნივთზე.

                                     The Witcher 3: Wild Hunt Next-Gen

მესამე „ვედმაკი“ ჯერ კიდევ 2015 წელს გამოვიდა და მაგ დროისათვის ყველაზე მოთხოვნადი პროექტი გახდა.7 წლის შემდეგ CD Projekt Red-მა აღნიშნული თამაშის განახლება გამოუშვა,რომელმაც ისევ მაღალი სიმძლავრის კომპიუტერი მოითხოვა,თან იმდენად რომ ტოპ ვიდეო ბარათი  NVIDIA GeForce RTX 4090 გაჭირვებით ერევა თამაშის ულტრა გრაფიკას 60 FPS-ზე.

უნდა ითქვას რომ,კომპანიის სხვა პროექტებისაგან განსხვავებით The Witcher 3: Wild Hunt Next-Gen- სისტემური მოთხოვნები გამართლებული არ არის,რადგან  ცვლილებები რომელიც თამაშში განახლების შემდგომ დაემატა, უფრო მეტ რესურს ითხოვენ ვიდრე რეალურად სჭირდებათ,რაც ცუდი ოპტიმიზაციის ბრალია,მსგავსი ფაქტები ხდება მაშინ როდესაც მწარმოებელი ჩქარობს თამაშის ან განახლების გამოშვებას.

 

  თუმცა ვერ გამოვრიცხავთ რომ განახლების შემდგომ „ვედმაკი“ გაცილებით სასიამოვნო გახდა ვიზუალურად,გაუმჯობესდა ტექსტურები,მოდელების გეომეტრია,ბალახისა და ხეების სიხშირე და ჩრდილებიც უფრო რეალისტური გახდა.თამაშში დაინერგა ახალი ტექნოლოგიები როგორც არის (SSR) და განათების სხივებით ტრასირების ალგორითმები.

 

                          

 სიუჟეტისა და გეიმფლეის ცვლილებები The Witcher 3: Wild Hunt Next-Gen-ში.

 

შეიძლება ვთქვათ რომ ისინი არ არის,ან თითქმის არ არის.რეალურად დაემატა ერთი დავალება რომლის გამოშვებაც 2015 წელს ვერ მოესწრო.

სიახლედ შეიძლება ჩავთვალოთ:

1.ახალი კამერა

2.დაცემისგან ნაკლები ზიანი

3.ზოგიერთი თვისების ცვლილება.


 შემდეგ ბლოგში კიდევ  მიმოვიხილავთ სხვა თამაშებს,რადგან ეს თემა ძალიან ვრცელი და საინტერესოა.