10 რჩევა რომელიც უნდა გაითვალისწინო კომპიუტერის აწყობისას

მარტი 11, 2024

  გამარჯობა ჩვენო ერთგულო მომხმარებელო, BEON STORE-ის ტექნიკური ჯგუფი, ვაგრძელებთ რუბრიკას რომელიც ეხება კომპიუტერების აწყობას,მათ სწორად გამართვას,გეიმინგს და მრავალ სხვა დეტალს რომელსაც შეიძლება კომპიუტერის მოხმარებისას შეხვდეთ.

დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით 10 შეცდომაზე რომლის არ დაშვებისას, თქვენი სისტემა 99% იდეალურად იმუშავებს.

აბა დავიწყოთ:

შეცდომა #1:

  არსებობს კომპიუტერის აწყობის დადგენილი და სწორი წესები. სანამ დედადაფას ქეისში მოათავსებთ, მასზე წინასწარ უნდა იყოს დამონტაჟებული რამოდენიმე მაკომლექტებელი.განათავსეთ დედადაფა თქვენს წინ (სასურველია ანტისტატიკური ხალიჩის და სამაჯურის გამოყენება), თქვენ ზედ შეგიძლიათ დააყენოთ პროცესორი,M2 SSD დისკი,ოპერატიული მეხსიერება, ხშირ შემთხვევაში გაგრილებაც და მხოლოდ ამის შემდეგ ჩააყენეთ ის კორპუსში. რადგან ესეთი თანმინდევრობით დაყენებისას,  თქვენ, დიდი ალბათობით დანარჩენ 9 შეცდომას არ დაუშვებთ აწყობისას.სასურველი პირობაა რომ, ყველა სხვა კომპონენტი რომელიც თავსდება ქეისში, მაგალითად...კვების ბლოკი,კაბელები, დამატებითი გაგრილებები, უკვე წინასწარ უნდა იყოს ჩაყენებული ქეისში,ხოლო ბოლო ნაბიჯი უკვე აწყობილი დედადაფის ჩაყენებაა.(ეს არის კომპიუტერის აწყობა სწორი თანმიმდევრობით)


შეცდომა #2:

  სწორედ აქ ჩნდება ხშირად პრობლემა და ის ფინანსურად ძალიან არასასიამოვნოა. ბევრი დამწყები იტყვის რომ ეს უნდა მცოდნოდაო... "არასდროს არ დააყენოთ პროცესორი იმ დროს თუ სადმე ჩქარობთ". ყურადღებით დააკვირდით პროცესორს და დედა დაფას, პროცესორს დაბლიდან აქვს მარკერები რომლის მიხედვითაც ის დედა დაფაზე უნდა დადგეს და ყოვეთვის ყურადღებით დააყენეთ ის დედადაფაზე,ჩვენ გვქონია შემთხვევები როდესაც,მომხმარებელმა სერვისზე მოგვიტანა დედადაფა  მასზე დაყენებული პროცესორით,რომელიც პირიქით იყო ჩაყენებული და დამკეტით ბოლომდე იყო გადაჭერილი,რის შედეგადაც პრაქტიკულად სოკეტის ყველა ფეხი დაღუნული დაგვხდა.მსგავსი დედადაფის რემონტი ან შეუძლებელია,ან ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. ამიტომ არასდროს იჩქაროთ და ყურადღებით ჩასვით პროცესორი ბუდეში. ასევე დავამატებთ რომ, თუ AMD პროცესორი გაქვთ, სანამ მას ჩააყენებთ  ძალიან  ყურადღებით დააკვირდით ფეხებზე სადმე  ხომ არ აქვს დეფექტი და მხოლოდ მის შემდეგ მოათავსეთ ის დედადაფაზე.


პროცესორის არათავსებადობა. ეს არის როდესაც ძველი დედადაფა არ ასაპორტებს ახალ პროცესორს,ეს ხშირი პრობლემაა AMD-ს პროცესორებთან.ესე ხდება მაგალითად ახალი პროცესორების თაობის გამოსვლისას am4- სოკეტზე,მაღაზიებში გხვდება დედადაფები ძველი განუახლებელი ბიოსით,ერთმანეთზე ჯდებიან მაგრამ კომპიუტერი არ იქოქება. აქ გამოსავალი ერთია.. უნდა მოხსნათ გაგრილება,ამოიღოთ პროცესორი,ჩასვათ ძველი პროცესორი,განაახლოთ ბიოსი და ისევ დააყენოთ ახალი პროცესორი, თუ არ გაქვთ ძველი პროცესორი მაშინ ჯობია მიმართოთ სერვის ცენტრს ან უკიდურეს შემთხვევაში, სამეგობროში მოიკითხოთ.

ოპერატიული მეხსიერების არათავსებადობა. მაგალითად, დავაყენეთ ოპერატიული მეხსიერება , სწორადაც ჩავსვით და კომპიუტერი მაინც არ ირთვება,ან დაყოვნებები აქვს,ან კიდევ ეკრანზე ხაზებს ვხედავთ. ეს პრობლემაც ხშირია და მისი ამოხსნა მდგომარეობს იმაში რომ, ჩვენ მიერ შერჩეულ დედადაფას არ აქვს აღნიშნული ოპერატიული მეხსიერების სიხშირის მხარდაჭერა. ეს პრობლემა ხშირად გვხდება am5 -ის სოკეტის დედა დაფებზე DDR5 მეხსიერებით.ზოგადად, ყველა მწარმოებელს აქვს ჩამონათვალი QVL სახელწოდებით, სადაც მოცემულია ყველა ოპერატიული მეხსიერების სია, რომელიც მათ გატესტეს უკვე თავიანთ დედადაფებზე და რეკომედაციას უწევენ. ესეც ძალიან ყურადსაღები საკითხია, ამიტომ სანამ შეიძენთ მეხსიერებას, გადადით დედა დაფის მწარმოებლის გვერდზე და შეამოწმეთ თქვენი მოდული არის თუ არა სიაში,ეს მომავალ პრობლემებს თავიდან აგარიდებთ და სანამ თქვენს მეხსიერებას მაქსიმალურ აჩქარებაზე ჩართავთ განაახლეთ ბიოსი, აღნიშნული ქმედება ამ ორი კომპონენტის მუშაობას უფრო სტაბილურს გახდის.


შეცდომა #3:

  პროცესორზე არასწორად დაყენებული ქულერი. ქულერის დანიშნულებაა პროცესორიდან მოხსნას გამოყოფილი სითბოს დიდი ნაწილი,ამიტომ აუცილებელია ის მყარად იყოს დამაგრებული. მწარმოებლები ყოველთვის იდეალურად აპოლირებენ ქულერის ზედაპირს, რომლითაც ის პროცესორს ედება და მასზედ აწებებენ დამცავ გარსს დაზიანებისაგან დასაცავად. ის ხშირად სხვადასხვანაირად გამოიყურება, თუმცა საქმე ამაში არ არის, ძალიან ბევრი დამწყები,  ხშირად ტოვებს ამ გარს დაყენებისას, ეს კი იწვევს პროცეორის გადახურებას და კომპიუტერი უბრალოდ ითიშება რადგან, გაგრილება არასრულყოფილად მუშაობს. ამიტომ ყოველთვის მოხსენით ეს გარსი, დაიტანეთ პროცესორზე თერმოპასტა, ბევრი არ დაასხათ,ბევრს თუ დაასხავთ ქულერის გადაჭერისას ის აუცილებლად გადავა პროცესორის ბუდეზე რაც, ზედმეტი ნაგვის მოგროვებას გამოიწვევს მის ირგვლივ და მეორეც, ბევრი თერმოპატის დასხმა იწვევს თემრო გამტარობის შემცირებას რაც პროცესორის ტემპერატურაზე აისახება.

  კიდევ ერთი რაც უნდა იცოდეთ გაგრილებაზე, ყოველთვის მოახდინეთ მისი გადაჭერა  ჯვარედინად, რადგან მსგავსი ოპერაციის დროს თერმო პასტა ყოველთვის თანაბრად გადანაწილდება პროცესორზე,ყველა დამჭერი ბოლომდე უნდა იყოს გადაჭერილი, ამ პრობლემასაც ხშირად შევხვედრილვართ პროცესორის გადახურების მიზეზის ძებნისას.


შეცდომა #4:

  მეოთხე ადგილზე დავაყენეთ ყველა შეცდომა, რომელიც ოპერატიული მეხსიერების არასწორად დაყენებას ეხება. ყველა თანამედროვე პროცესორს გააჩნია ჩაშენებული ორ არხიანი მეხსიერების კონტროლერი, რაც იმას ნიშნავს რომ, მას ჭირდება ერთდოეულად ოპერატიული მეხსიერების ორი მოდული,რომელიც პარალელურ რეჟიმში ახდენს ინფორმაციის ჩაწერას და წაკითხვას. ეს რადიკალურად მოქმედებს კომპიუტერის სიჩქარეზე როგორც თამაშში, ასევე სამუშაო პროგრამებში. ამიტომ თუ გაქვთ საშუალება რომ დააყენოთ ორი მოდული..ვთქვათ გადაწყვიტეთ 16 GB ოპერატიული მეხსიერების დაყენება,ამ შემთხევაში სჯობს, რომ 2 ცალი 8GB მოდული დააყენოთ. ეს კომპიუტერის უკეთ მუშაობაზე საგრძნობლად აისახება.

  ოპერატიული მეხსიერების დაყენების თანმიმდევრობა. მაგალითად, თუ თქვენს დედა-დაფაზე არის 4 ოპერატიული მეხსიერების ბუდე,არასდროს არ დააყენოთ ისინი გვერდიგვერდ,დააყენეთ ისინი გამოტოვებით.დედადაფას თუ დააკვირდებით, იქ ყოველთვის არის დაყენების სქემა სადაც ნაჩვენებია თუ რა თანმიმდევრობით დააყენოთ ოპერატიული მეხსიერება. მოკლედ რომ ვთქვათ,თუ აყენებთ 1 მოდულს ჩააყენეთ ის მეორე სლოტში, თუ აყენებთ ორ მოდულს მაშინ ერთის გამოტოვებით, თუ ოთხი გაქვთ მაშინ ერთმანეთის მიყოლებით. 2 სლოტიანი დედადაფის შემთხევაში თქვენ უბრალოდ მათ სხვანაირად ვერ დააყენებთ.

კიდევ ერთი პრობლემა რომელსაც ხშირად შევხვედრილვართ-ბოლომდე არ ჩასმული ოპერატიული მეხსიერებაა. დამცავი გასაღები მათი პირიქით დაყენების საშუალება არ მოგცემთ თუმცა დარწმუნდით რომ, ორივე გასაღები კარგად ჩაიკეტა.კარგ შემთხვევაში, ბოლომდე თუ არ ჩასვამთ მეხსიერებას,ამან შეიძლება გამოიწვიოს კომპიუტერის არ ჩართვა.ამიტომ ძალიან ყურადღებით მოეპყარით ამ საკითხს.


შეცდომა #5:

  კვების ბლოკი-ს არასწორი დაერთება დედა-დაფაზე და სხვა კომპონენტებთან. აქ ორი მომენტია, პირველი რასაც რეგულარულად შევხვედრივართ, ეს არის დედაპლატაზე  8-პინიანი კონექტორის მაგივრად, ვიდეო ბარათის 6+2 პინიანი კონექტორის დაყენება. 8-დან 6-პინი ჩვეულებრივ დაჯდება,მაგრამ კომპიუტერი მაინც არ იმუშავებს. ამით კომპიუტერს ვერ დაწვავთ მაგრამ, ვერც აამუშავებთ. ამიტომ ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება წარწერას კონექტორზე, დედა-დაფისას აწერია CPU  და ის  8-პინიანია, ხოლო ვიდეო ბარათისას აწერია pciE და მას 6+2 პინი აქვს. ნუ აურევთ ერთმანეთში.

მეორე ნიუანსი, უკვე კვების ბლოკზე პინების დაერთებას ეხება. ვთქვათ თქვენ გადაწვიტეთ კვების ბლოკის შეცვლა და იყიდეთ ახალი, ძველ კვების ბლოკიდან მოგრჩათ კარგი ხარისხიანი კაბელები და დააერთეთ ახალზე,ისინი ჩვეულებრივ დაჯდებიან და თქვენც კმაყოფილი ხართ. არასდროს არ მოიქცეთ ამგვარად, რადგან სხვადასხვა ბრენდის კვებების კაბელებს კონექტორები სხვადასხვა აქვს,მაგალითად თუ ASUS-ის კვების კონექტორებს დააყენებთ MSI-ზე.. არის დიდი ალბათობა რომ, თქვენ დედადაფას დაწვავთ და ამის მაგალითი უამრავია, ამიტომ ყოველთვის გამოიყენეთ საკუთარი კონექტორები რომელიც ყველა კვებას თავისი მოყვება.

შეცდომა #6:

  ქეისში ქულერების არასწორი დაყენება. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალურად ჩუმი კომპიუტერი, რომელიც ამავე დროს კარგად უმკლავდება ცხელი კომპონენტების გაგრილებას და ამისათვის ჩვენ შიგნით ძლიერი ჰაერის ნაკადი უნდა შევქმნათ. მოდით მინი აერო მილს შევადაროთ, სადაც ჰაერის შემწოვი ქულერები დგანან ქეისის წინა მხარეს, ისინი შიგნით იწოვენ გრილ ჰაერს ხოლო, ის ქულერები რომლებიც დგანან ქეისის უკანა მხარეს ახდენენ ცხელი ჰაერის გარეთ გამოდევნას და იმისათვის რომ, შევქნათ ასეთი სწორი ნაკადი, ჩვენ ქულერები სწორად უნდა განვათავსოთ. კარგად დააკვირდით ყველა ქულერს აქვს მანიშნებელი ისარი, თუ რომელ მხარეს შეაქვს ჰაერი და რომელ მხარეს გააქვს. თუ მაგას ვერ ნახავთ წარმოიდგინეთ თვითმფრინავის ძრავი რომელსაც წინიდან შეაქვს ჰაერი და უკანა მხრიდან გააქვს, წინა მხარეს მას რაიმე დაბრკოლება არასდროს ექნება, ხოლო უკანა მხარეს კი გარკვეულ ელემენტებს დავინახავთ, ქეისის ქულერზე ეს ჯვარედინი პლასმასის ჯებირებია. ვიდეო ბარათის გაგრილებაც იგივე პრინციპით მუშაობს, ვენტილატორების მხრიდან შეაქვს ჰაერი მაგრილებელ სისტემაში და მეორე მხრიდან გააქვს ქეისში, სადაც სწორედ უნდა დახვდეს ცივი ჰაერის ნაკადი, რომელსაც თქვენ მოაწყობთ ქეისში ქულერების დაყენებისას.


შეცდომა #7:

  ეს შეცდომა კაბელ მენეჯმენტს ეხება და შეიძლება ძალიან ესთეთიური სილამაზის მოყვარულებს არ მოეწონოთ.მაგალითისათვის, ჩვენ წინ დევს იდეალურად დამენეჯმენტებული ქეისი, ყველა კაბელი იდეალურად არის გადაჭიმული, მორგებული და ჩასმული. დიახ ეს პროფესიონალური დონეა და კითხვები არ გვაქვს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ კაბელ მენეჯმენტის გადაჭარბებაც არ ვარგა. აქ ვგულისხმობთ კაბელების ზედმეტად გადაჭიმულობას, როდესაც ერთი შეხებით შეიძლება ნებისმიერი კონექტორი თავისი ბუდიდან ამოვარდეს. რაიმე კომპონენტის შეცვლისას ან უბრალოდ ქეისის გახსნა-დახურვის დროს, ამ პრობლემას შეიძლება ხშირად წავაწყდეთ, გამოსავალი კი მარტივია, არ გადაჭიმოთ ბოლომდე კაბელები და ცოტა მოძრაობის საშუალება ყოველთვის დაუტოვეთ.


შეცდომა #8:

  ის ძალიან ხშირი შეიძლება არ იყოს მაგრამ,მისი არ გათვალისწინება შეიძლება სოლიდური ფინანსური ზარალის ტოლფასი გახდეს. მაგალითად, თქვენ იყიდეთ დედადაფა რომლის ზომაც ATX-ია და აყენებთ მას ქეისში რომელშიც საოფისე კომპიუტერებს აწყობენ, mATX, Micro ATX ზომის. დიდი ალბათობით მათში უკვე ჩასმულია სახრახნისები რომელითაც დედადაფა ქეისზე მაგრდება და დიდია იმის ალბათობაც,რომ რომელიმე მათგანი გამოგრჩეთ,ის დაედება დედადაფას არაშესაბამის ადგილას, რამაც შეიძლება მოკლე ჩართვა და დედადაფის დაწვა გამოიწვიოს. ამიტომ ძალიან ყურადღებით დააკვირდით ყველა სახრახნისი ყოველთვის უნდა ემთხვეოდეს დედა-დაფის შესაბამის ბუდეს.


შეცდომა #9:

  ის პერიოდია როდესაც კომპიუტერი უკვე აწყობილი გვაქვს და პროგრამების დაყენების პროცესში ვართ. ასეთ დროს ხშირად ხდება როდესაც ცოტას დავიზარებთ.. გადავწყვეტთ რომ, გამოვიყენოთ ძველი მყარი დისკი, მასზე დაყენებული Windows-ით. ამის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როდესაც იდენტური კომპიუტერები გვაქვს, სხვა დარჩენ შემთხევაში  intel პროცესორიდან AMD- პროცესორზე გადავედით ან პირიქით, დედა დაფა შევცვალეთ, თაობები შევცვალეთ თუ მრავალი კიდევ სხვა, აუცილებელია ახალი Windows-ის დაყენება.აი მაგალითად, ძველი კომპიუტერიდან დაგვრჩა HDD მყარი დისკი, ჩვენ დამატებით ვიყიდეთ ახალი SDD და სისტემის დაყენების დროს, ისევ ძველ HDD -ზე ვაყენებთ Windows-ს. არ მოიქცეთ ესე, ჩათიშეთ HDD სისტემის დაყენების დროს და დააყენეთ Windows ახალ m2 SSD-ზე. სისტემა უნდა ეყენოს ყოველთვის m2-ზე, რადგან ის ბევრად სწრაფია.


შეცდომა #10:

  ეს შემთხევა ეხება იმ მომენტს, როდესაც კომპიუტერი მიიტანეთ სახლში, გაქვთ ინტერნეტის კაბელი, რომელის დაერთების დროსაც ინტენეტი მაინც არ მოდის. ეს არც თუ ისე იშვიათი შემთხვევაა, რადგან ხშირად ხდება როდესაც Windows-ში არ არის გაწერილი ქსელის დრაივერი ამა თუ იმ კომპიუტერის პლატისათვის თუ ნოუთბუქისათვის, ამიტომ წინანსწარ ჩაწერეთფლეშ მეხსიერებაზე WIFI ან LAN დრაივერი,რათა ეს პრობლემა თავიდან აირიდოთ.

ვიმედოვნებთ რომ, ჩვენი ბლოგის წაკითხვის შემდეგ თქვენ უკვე, არც ერთ ზემოთ მოყვანილ შეცდომას აღარ დაუშვებთ, ხოლო შემდეგ ბლოგს უკვე კომპიუტერის ყიდვამდე, მის სწორ კონფიგურაციაზე დავწერთ,რომელსაც აქ გამოვაქვეყნებთ.დაელოდეთ ჩვენს შემდეგ ბლოგს და იყავით ჩართული!

კომენტარები

კომენტარები ვერ მოიძებნა

კომენტარის გამოქვეყნება